რამდენიმე დღის წინ, იმ 30 ნომინანტის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც 2026 წლის ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ.
ხალხის გაკვირვება საუკეთესოებში რაფინიას არ ყოფნამ გამოიწვია, თუმცა ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის დე ლა ფუენტემ დაასახელა კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც საუკეთესოთა შორის ყოფნას იმსახურებდა.
"ჩემი გაკვირვება ოიარსაბალის ნომინანტებში არყოფნამ გამოიწვია. არ მესმის, როგორ ვერ მოხვდა ის 30 საუკეთესო მოთამაშეს შორის.
ოიარსაბალმა მუნდიალი მაღალ დონეზე ჩაატარა, ჩვენი ნაკრების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა და ზოგადად, კარგი სეზონი ჰქონდა", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.
მოგეხსენებათ, სოსიედადის თავდამსხმელმა 2026 წლის მუნდიალზე 5 გოლი გაიტანა.












