ოფიციალურად ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ფეხბურთელია! ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. პარიზულ კლუბსა და ნაპოლის შორის €70 მილიონიანი გარიგება შედგა, 23 წლის ვინგერმა კი 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ს ახალი 7 ნომერი იქნება.
ქართველმა ფეხბურთელმა პსჟ-ში ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა:
"აქ ყოფნა ოცნებას ჰგავს. ბევრი დადებითი რამ მსმენია ამ კლუბის შესახებ. ძალიან ვამაყობ ამ დიდებულ კლუბში გადმოსვლით და მოუთმენლად ველოდები დებიუტს."
ტრანსფერს გამოეხმაურა კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფიც:
"მოხარული ვართ მივესალმოთ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დიდ ოჯახში. ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა, ფანტასტიკური ნიჭის პატრონი, რომელსაც აქვს გამბედაობა იბრძოლოს გუნდის წარმატებისთვის. ხვიჩას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩვენი დიდი კლუბის ნაწილი გამხდარიყო და საბედნიეროდ ახლა ის აქ არის. ვიცი, რომ ის ჩვენთან ერთად მიაღწევს ყველა იმ მიზანს, რომელიც ჩაფიქრებული აქვს. მოხარული ვართ გუნდის გაძლიერებით, ჩვენ ვაგრძელებთ პარი სენ-ჟერმენის განვითარებას და წინსვლას."