ნაპოლიმ ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი,
ალესანდრო ბონჯორნო დაკარგა. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია, იტალიელმა მცველმა მარჯვენა ფეხზე კუნთის მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც საკუთარ გუნდს რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება.

ალესანდრო ბონჯორნო ნაპოლის მინიმუმ 2-3 თამაშს გამოტოვებს, რაც ანტონიო კონტესთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. "პარტენოპეიში" იმედოვნებენ, რომ 25 წლის ფეხბურთელი თვის ბოლომდე ვარჯიშს განაახლებს.
შეგახსენებთ, ნაპოლი 31 ტურის შემდეგ, 65 ქულით, მე-2 პოზიციაზე იმყოფება.