სერია ა-ს მეხუთე ტურის შეხვედრაში, ალექს მერეტმა მძიმე დაზიანება მიიღო. იუვენტუსთან მატჩში 27 წლის კარის დარაჯმა, ბარძაყის სერიოზული ტრავმა მიიღო და წინასწარი ინფორმაციით, იტალიელი რამდენიმე კვირას გამოტოვებს. როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, მერეტს ოპერაციული ჩარევა არ დასჭირდება.
ნაპოლის ოფიციალურ განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, ფეხბურთელმა რეაბილიტაციის კურსი უკვე დაიწყო.