ბარსელონა 2024/25 სეზონისთვის მზადებას აგრძელებს, ჰანსი ფლიკი კი ახალ ტრანსფერებს ელოდება — გუნდი ნიკო უილიამსის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. ბოლო ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს არიან, თუმცა ბარსა ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ჰანსი ფლიკის სურვილია, გუნდმა ნიკოს გარდა სხვა შემტევიც დაიმატოს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი დანი ოლმოა.
გუნდი გაყიდვებზეც მუშაობს და ფეხბურთელი, რომელმაც ბარსელონა შეიძლება უახლოეს პერიოდში დატოვოს, ვიტორ როკეა. როგორც ჩანს, 19 წლის ფეხბურთელი არც ჰანსი ფლიკის გეგმებში არ შედის. წინა სეზონში, ბრაზილიელს ჩავისთან გარკვეული კონფლიქტიც კი ჰქონდა და თუ ესპანელი სპეციალისტი გუნდში დარჩებოდა, როკე კატალონიურ კლუბს აუცილებლად დატოვებდა. შემდეგ იყო მწვრთნელის ცვლილება, თუმცა როგორც ჩანს, როკეს თავს სიტუაცია არ შეცვლილა, ის მაინც ტრანსფერზეა დაყენებული.
პირველი გუნდი რომელიც ფეხბურთელით დაინტერესდა ალ-ჰილალია! საუდის კლუბი ახალ ფორვარდს ეძებს და 19 წლის ფეხბურთელი სატრანსფერო სიაშია. ბარსელონამ როკე თავის დროზე €40 მილიონად შეიძინა და თუ რომელიმე გუნდი მის ყიდვას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით კატალონიელები დაახლოებით იგივე თანხას მოითხოვენ. მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და უახლოეს პერიოდში ამ პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს ველოდებით.