დადასტურებულად — ჰარი კეინი ბაიერნთან კონტრაქტს 2029 წლამდე გაახანგრძლივებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, გამოცდილი ინგლისელი ფორვარდი ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოცემა კეინის ბაიერნიდან შესაძლო წასვლის შესახებ წერდა, ინგლისელს "რეკორდმაისტერის“ დატოვება არ სურდა და მხოლოდ გერმანიაში დარჩენას განიხილავდა.
შეგახსენებთ, კეინი ბაიერნის ღირსებას 2023 წლიდან იცავს. ამ პერიოდში ინგლისელმა 156 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 154 გოლი და 37 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

















