პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ მოახლოებულ ოქროს ბურთზე ისაუბრა და თავისი ფავორიტები დაასახელა.
"მბაპე და იამალი საოცარი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ, თუმცა მე ოქროს ბურთზე 3 ფავორიტი მყავს - დემბელე, კვარა და ფაბიან რუისი, რომელმაც ყველაფერი მოიგო"
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება. ხმის მიცემა კი უკვე დასრულებულია.











