Transfermarkt.com-მა მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ, ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. პირველ და მეორე ადგილებს კვლავ იყოფენ ერლინგ ჰოლანდი და ვინისიუს ჟუნიორი, რომელთა ფასი €200 მილიონს აღწევს. შემდეგ მოდიან ლამინ იამალი და ჯუდ ბელინგემი, კერძოდ €180 მილიონით.
ბოლო განახლების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს 25 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორის აღარ არის. ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის €80 მილიონს შეადგენს. ქართველი ვინგერი ამ მაჩვენებლით 26-ე პოზიციაზე იმყოფება.
იხილეთ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელებს ათეული:
სხვა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებების ხილვა
ამ ლინკზეა შესაძლებელი.