ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამართული შეხვედრა პსჟ-სა და ინტერს შორის, პარიზელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
ამ გამაჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც გოლი გაიტანა და ისტორიული რეკორდი დაამყარა.
კვარაცხელია გახდა ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ლიგის ფინალში შეძლო თავის გამოჩენა.
ამასთანავე, ის მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში 4 ტიტული მოიგო. კვარა სერია ა-ს, ლიგა 1-ის, საფრანგეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
მსგავსი მიღწევა მხოლოდ ოდრიოსოლას აქვს დაფიქსირებული. 2019/20 წლების სეზონში ოდრიოსოლა ჯერ რეალში თამაშობდა, შემდეგ ბაიერნში. რეალთან ერთად მან იმ წელს ლა ლიგა მოიგო, ბაიერნთან ერთად კი ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა.








