ბარსელონა გუნდის ლიდერებს ინარჩუნებს —
რონალდ არაუხო და
პედრი კლუბთან ახალ კონტრაქტებს გააფორმებენ! მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და დარჩენილია მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა. არაუხოს კონტრაქტი 2031 წლამდე გახანგრძლივდება, ხოლო პედრის კონტრაქტი - 2030 წლამდე.
იმის მიუხედავად, რომ რონალდ არაუხო ბარსას დატოვებას განიხილავდა, სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ურუგვაელი მცველი დარჩენაზე დაიყოლია. 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე იუვენტუსი მუშაობდა, თუმცა ეს გარიგება საბოლოო ჯამში ჩაიშალა.
რაც შეეხება პედრის, 22 წლის ესპანელს გუნდის დატოვება არც უნდოდა. მისი სურვილი ახალი კონტრაქტის გაფორმება იყო, შესაბამისად, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მარტივად შეთანხმდნენ.
პერდი ბარსელონას ღირსებას 2019 წლიდან მოყოლებული იცავს, ხოლო რაც შეეხება არაუხოს, ურუგვაელი კატალონიურ კლუბში 2020 წელს გადაბარგდა.