8 წლიანი თანამშრომლობა დასრულდა - თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის კილიან მბაპეს და მსოფლიო ბრენდის NIKE-ს გზები გაიყო.
მბაპე NIKE-ს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი იყო და მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდათ., დღეიდან კი კილიანისთვის ახალი ეპოქა იწყება.
ის სპორტული ბრენდის"On"-ის სახე იქნება. ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, საიდან გამოჩნდა ეს ბრენდი და რატომ გააკეთა მბაპემ არჩევანი.
"On" არის შვეიცარიული სპორტული ბრენდი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია სარბენი ფეხსაცმლით. ბრენდი 2010 წელს დაარსდა და მისი მთავარი იდეაა მსუბუქი, კომფორტული და ტექნოლოგიურად განვითარებული ფეხსაცმლის შექმნა.
Dream On, Football.
— Kylian Mbappé (@KMbappe) September 18, 2026
I still dream of playing football.
That might surprise you, coming from someone who plays it for a living.
But it’s true.
I still dream of playing with my friends.
Playing until sunset. Until dinner.
Playing just because it was a game, long before it… pic.twitter.com/74FFKrT98w
ამ ბრენდის ყველაზე ცნობილი სახე ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერია, "On"-ის ცნობადონის გაზრდაში მთავარი წვილი სწორედ როჯერს მიუძღვის.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მბაპემ არჩევანი ამ ბრენდზე გააკეთა, ტიერი ანრია. ფრანგი ლეგენდა ამ კომპანიის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელია და ცდილობს, ნელ-ნელა "On" მსოფლიო ფეხბურთის აუდიტორიას გააცნოს.
"On"-ს მიზანი ფეხბურთში ფართოდ შემოსვლაა და დღეს მათ ამისკენ, კილიან მბაპეს წარდგენით, უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.











