ფრანგმა ფეხბურთელმა პოლ პოგბა თავისი თანამემამულე და თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე კილიან მბაპე კრიტიკოსებისგან დაიცვა.
"მბაპეს მიმართ ზეწოლა ყოველთვის იქნება, ის 17 წლიდან ამას უძლებს და გასაკვირი არაფერია, რადგან მსოფლიოს გამორჩეული ფეხბურთელია.
როდესაც კილიანს შესანიშნავი მატჩი აქვს, ეს ხალხისთვის ნორმალურია და არავინ საუბრობს, ხოლო როდესაც თამაშს ჩააგდებს, ყველა მას აკრიტიკებს.
მბაპეს კარგი თვისება ის არის, რომ ის ამ ყვეალფერს ივიწყებს და მაინც ბევრ გოლს იტანს. იმედი მაქვს, საფრანგეთის ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება", - განაცხადა პოგბამ.












