მანჩესტერ იუნაიტედი ისევ კრიზისშია - ახალ სეზონში გამართულ 9 მატჩში ინგლისის 20-გზის ჩემპიონმა მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა. ის 2 მოგებაც იყო იფსვიჩსა და საბაჰთან, რაც ოპტიმიზმის საფუძველს საერთოდ არ იძლევა. "წითელ ეშმაკთა" ამჟამინდელი თავკაცი, მაიკლ კერიკი ახლოსაა გაშვებასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ კლუბი კვლავ ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს.
ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს იმ ყველაფერს, რაც ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა გამოიარეს გასული ათწლეულის მეორე ნახევარში, როდესაც ჟოზე მოურინიო ოლე გუნარ სოლსკიაერით ჩაანაცვლეს. ტიტულოვანი სპეციალისტი ცდილობდა ახალი ერის დაწყებას სერ ალექს ფერგიუსონის შემდგომ ეპოქაში, მაგრამ ყველაფერი ფატალურად დასრულდა.
პორტუგალიელ მწვრთნელს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის არ იყო შინაური, მასთან ერთად გუნდი ჰგავდა უსულო არსებას, საჭირო კი იყო იუნაიტედის დნმ-ის მქონე თავკაცი. ასე ფიქრობდნენ როგორც კლუბის ლეგენდარული მოთამაშეები, ისე ქომაგებიც. მადრიდის რეალის ამჟამინდელი დამრიგებლის წასვლით, მანჩესტერში ზეიმმა დაისადგურა.
როგორც აღვნიშნეთ, "განსაკუთრებული" შეცვალა ნორვეგიელმა კოლეგამ და უნდა ითქვას, რომ მან "წითელ ეშმაკებს" ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად მისცა. ოლდ ტრაფორდის მკვიდრთა იმდროინდელმა თავკაცმა გამოაცხო 12-შეხვედრიანი სერია წაგების გარეშე და ამის პარალელურად, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირიდან პარიზიც გამოაგდო.
სამწუხაროდ, პრემიერ ლიგაში ვერ მოხერხდა სეზონის გადარჩენა - სოლსკიაერის გუნდი მეექვსე ადგილზე გავიდა. პირველ სრულფასოვან სეზონში კი ნორვეგიელმა თავკაცმა იუნაიტედი გაიყვანა მე-3 პოზიციაზე, შემდეგ საერთოდაც, ინგლისის ვიცე-ჩემპიონი გახადა. მხოლოდ მეზობელმა მანჩესტერ სიტიმ აჯობა იმ დროს "წითელ ეშმაკებს".
ოლე გუნარის წარმატებულმა სვლამ დიდხანს არ გასტანა - 2021/2022 წლების სეზონის დასაწყისში, 8 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვებით, ის გაათავისუფლეს. მოუმ ვერ შეძლო მანჩესტერის ფეხზე წამოყენება და როგორც დრომ აჩვენა, ვერც ბეშიქთაშის ექს-თავკაცმა. უკანასკნელ პერიოდში გვხვდება იგივე სურათი, მაგრამ პორტუგალიელი სპეციალისტისა და სოლსკიაერის როლში ამჯერად რუბენ ამორიმი და კერიკი არიან.
თავად განსაჯეთ - ჟოზეს მსგავსად პორტუგალიელი მწვრთნელი, ვინც ოლდ ტრაფორდზე მივიდა ძირეული ცვლილებებისთვის, თუმცა მას არაფერი გამოუვიდა. მილანის ამჟამინდელი დამრიგებელი შეცვალა ნორვეგიელი თავკაცის მსგავსად ფერგის კიდევ ერთმა შეგირდმა, მაიკლმა, რომელმაც თავიდან გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია.
დიახ, ინგლისელ მწვრთნელთან ერთად მან იუნაიტედი ხომ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა, თუმცა ახალმა სეზონმა გვიჩვენა, რომ გუნდში კვლავ ცვლილებებია საჭირო. არაა გამორიცხული, შემდეგი კვირა მანჩესტერმა დაიწყოს უკვე ახალი სპეციალისტით, მაგალითად, ანტონიო კონტეთი, რომელიც ნეაპოლიდან წასვლით, დღემდე თავისუფალია.
რთული სათქმელია, რამდენად არის იტალიელი მწვრთნელი ის სპეციალისტი, ვინც მოახერხებს "წითელი ეშმაკების" კრიზისიდან ამოყვანას, თუნდაც დროებით. ოლდ ტრაფორდზე უკვე დიდი ხანია აღარ ფიქრობენ ძველი დიდების დაბრუნებაზე, ქომაგებისთვის ამ ეტაპზე ისიც იქნება საკმარისი, რომ მათ საყვარელ კლუბს ეყოლება სრულფასოვანი სპეციალისტი, არა მხოლოდ რამდენიმეთვიანი გამონათებით.











