"დღეს მე ვნახე გუნდი, რომელიც იმსახურებდა 3 ქულას. ვფიქრობ, უფრო მეტის გატანა შეგვეძლო, რადგან საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. ეს შანსები, რომ გამოგვეყენებინა, ბოლოს ნაკლებად ვინერვიულებდით, რადგან წინა ტურებში, მატჩის მიწურულს, ბევრჯერ გავუშვით გოლი, რის გამოც ქულები რამდენჯერმე დავკარგეთ. ჩვენ გვქონდა კარგი მატჩი, შევქმენით ბევრი მომენტი, თუმცა მეტოქის საჯარიმოში უფრო ეფექტური უნდა ვიყოთ და უფრო მეტი უნდა გავიტანოთ.
დღეს ჩვენი მეტოქე ინტერია, რომელსაც აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის. ისინი ამ ყველაფერს წლების განმავლობაში აშენებდნენ. ჩვენ 200%-ით უნდა დავიხარჯოთ, რათა მათ ვაჯობოთ.
გულშემატკივრები სკუდეტოს მოგებას იმსახურებენ, რადგან ნაპოლიში ფეხბურთი სხვანაირად უყვართ და ეს ყველაფერი პირველივე დღიდან ვიგრძენი."









