დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზეოფიციალური გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ტურნირს 20 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს.
ფესტივალში სპორტის 15 სახეობაში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000- ზე მეტი სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში ( ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) 36 სპორტსმენი იასპარეზებს.
ღონისძიებაზე საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ფიცი დადო ტაეკვონდოისტმა ნიკა ღოღობერიძემ.
ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან: ტყვიის მსროლელი ლიზი აღნიაშვილი და ძიუდოისტი გიორგი მუმლაძე.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ევროპის ზაფხულის XVIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე (სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია. 2025 წლის 20-26 ივლისი) საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა:
ათლეტთა სოფელი
ტყვიის სროლა
1. სანდრო ხოსიტაშვილი
2. ლიზი აღნიაშვილი
3. მეგი ქადაგიძე მეგი - მწვრთნელი
მაგიდის ჩოგბურთი
4. ნიკოლოზ ჩხარტიშვილი
5. მარიამ გორგაძე
6. ნინო ნინოშვილი - მწვრთნელი
ბადმინტონი
7. დანიელ ვაგარშაკიანი
8. ქეთევან წამალაიძე
9. თამარ მეტრეველი - მწვრთნელი
ცურვა
10. ანასტასია მიქელაშვილი
11. სალი შჩერბაევა
12. ზურაბ კობახიძე - მწვრთნელი
ტაეკვანდო
13. მათე კვანტიძე - 48 კგ
14. თეიმურაზ უკლება - 55 კგ
15. საბა ბეგიაშვილი - 63 კგ
16. ნიკა ღოღობერიძე - 73 კგ
17. ვიოლა ცეცხლაძე - 44 კგ
18. ხატია გაროზაშვილი - 49 კგ
19. ანასტასია გურეშიძე - 55 კგ
20. რომეო გურეშიძე - მწვრთნელი
21. თემური ღლონტი - მწვრთნელი
მძლეოსნობა
22. ლიზი მუღალაშვილი - სიგრძეზე ხტომა
23. კონსტანტინე კორძახია - ბადროს ტყორცნა
24. მათე მეჯიდოვ - სამმაგი ხტომა
25. ტარიელ ორდინიძე - მწვრთნელი
ძიუდო
26. საბა ბოლქვაძე - 50 კგ
27. ალექსი გულუა - 55 კგ
28. ვახტანგ ჭიაბერაშვილი - 60 კგ
29. გიორგი ბაბუციძე - 66კგ
30. ვასილ გამერზადაშვილი - 73 კგ
31. გიორგი მუმლაძე - 81 კგ
32. გიორგი ზურაბაშვილი - 90 კგ
33. იოანე აბალაკი + 90 კგ
34. გიორგი ყიზილაშვილი - მწვრთნელი
35. ალექსი ღვინიაშვილი - მწვრთნელი
36. მარიამ წურწუმია - 48 კგ
37. ნანა გულბიანი- 63 კგ
38. ნინი ძაგანია - 70 კგ
39. ბარბარე გელაშვილი + 70 კგ
40. გიორგი გვიჩიანი - მწვრთნელი
ტანვარჯიში
41. ლიზი გვალია
42. მარია ჟვანია
43. მარიამ პატარიძე
44. მარგარიტა მჭედლიშვილი - მწვრთნელი
45. თეიმურაზ ქოიავა - მწვრთნელი
46. რუსუდან სიხარულიძე - მწვრთნელი
47. ქეთევან ბოლქვაძე - მსაჯი
ველოსპორტი
48. ლუკა მაზმიშვილი
49. მათე ფირანიშვილი
50. ზურა კილაძე
51. ავთანდილ მიკუჩაძე - მწვრთნელი
52. გიორგი დემურაძე - მწვრთნელი
ადმინისტრაცია
53. გიორგი ესაკია - მისიის ხელმძღვანელი
54. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი
55. გიორგი კერესელიძე - ადმინისტრაციული პერსონალი
56. თეონა ომანაძე - პრესს ატაშე
57. ლოლიტა გაბუნია - სამედიცინო პერსონალი
ათლეტთა სოფლის გარეთ
58.ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი
59.ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე - პრეზიდენტი
60.ნინო სალუქვაძე - სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი
61.ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
62.რევაზ რობაქიძე - სეოკ-ის აღმასკომის წევრი
63.ჯონი ცივაძე - სეოკ-ის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი
64.ვლადიმერ ბოჟაძე - სკეიტბორდი ფედერაციის პრეზიდენტი
65.მიხეილ კაკაბაძე - ფოტოგრაფი
66.ლაშა გოდუაძე ლაშა -ჟურნალისტი
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 19 ივლისს გაემგზავრებიან.








