დღეს გაიმართება კონფერენს ლიგის ფაზის პირველი ტურის შეხვედრა სტ.ტრუიდენსა და იბერიას შორის.
ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, LaGazzetta.ge-სთან კომენტარი იბერიას ფეხბურთელებმა გიორგი მაკარიძემ და ნიკა სიხარულაშვილმა გააკეთეს.
გიორგი მაკარიძე: "ვხვდებით, რომ ეს თამაშები ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდში კარგი გარემოა, კარგი განწყობა გვაქვს და შევეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ. მთელი გუნდი 100%-ით დაიხარჯება და მაქსიმუმს გაიღებს. ხელოვნურ ბალახზე თამაში სასიამოვნო არ არის, თუმცა ვითარება ასეთია"
ნიკა სიხარულაშვილი: "მზადება კარგად მიმდინარეობს, მინდორს შევეგუეთ, მოწინააღმდეგეც კარგად შევისწავლეთ და მატჩს ველოდებით. სტადიონზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ და ვეცდებით, ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. განვლილი გზა დამეხმარება, რადგან მეტი თავდაჯერებით ვიქნები და ვეცდები, გოლები აქაც გავიტანო"











