დღეს, 23 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას იწყებს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სტუმრად ბელგიურ სტ.ტრუიდენს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გააკეთა.
"დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი დიდი რანგის ტურნირზე წარმატებით დავიწყებთ ასპარეზობას. საქართველოს სახელს წარმოვადგენთ და ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
იბერიაში პირველად არ ვმუშაობ, აქ მესამედ მოვედი და ყველა თბილად დამხვდა. შესაბამისად, გუნდთან შეგუება არ გამჭირვებია.
რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ძალიან სწრაფი გუნდია, ხარისხიანი ფეხბურთელებით. მეტოქის თამაში გავაანალიზეთ და მზად ვართ, რომ ჩვენი გეგმა მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ", - განაცხადა კორღალიძემ.











