დღეს დილით NBA-ში კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართა, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
მორიგი შეხვედრა ჩაატარა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელიც გასვლაზე ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდა. მაყურებლებმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილეს, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 114:124.
მატჩში მონაწილეობა მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 32:16 წუთი გაატარა. ქართველმა ამ დროში ტოპ პერფორმანსი აჩვენა და 23 ქულა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნა და 3 პასიც დაუმატა.

სანდრო მამუკელაშვილის საუკეთესო მომენტები
Mamu was getting buckets 🎯 https://t.co/H0LIMdNRIW
— Los Angeles Lakers (@Lakers) November 10, 2026
მატჩის მიმოხილვა
ლეიკერსი მომდევნო შეხვედრას მილუოკი ბაქსთან ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება 12 ნოემბერს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის ტოპ პერფორმანსი და დამარცხებული ატლანტა ჰოუქსი](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FxIzp630ARq6ZBtzAoUpZ9NCmAtLVlVZb.png&w=3840&q=75)













