NBA-ში წინასასეზონო ეტაპი მიმდინარეობს, სადაც გუნდები რეგულარულისთვის აქტიურად ემზადებიან. დღეს დილით მორიგი მატჩი ჩაატარა ორლანდო მეჯიქმა, რომელიც კლივლენდ კავალიერსს დაუპირისპირდა და 132:116 დამარცხდა.
ორლანდოს რიგებში ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც პარკეტზე 18:30 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა ამ დროში 14 ქულას, 6 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.
ორლანდო მეჯიქი - კლივლენდ კავალიერსის მატჩის მიმოხილვა
ორლანდო მეჯიქი მომდევნო მატჩს მაიამი ჰიტთან გამართავს, რის შემდეგაც უკვე რეგულარულ სეზონს დაიწყებს.
![[VIDEO] გოგა ბითაძის შესანიშნავი მატჩი კლივლენდ კავალიერსთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FzXJS73kW6E5kIn8sD00FNdsv4DUoJiqZ.jpg&w=3840&q=75)




![[VIDEO] მამუკელაშვილის ეფექტური ჩატენვა გოლდენ სტეიტთან და აღფრთოვანებული დონჩიჩი!](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUmzhUm2InhVo7Dl21gAvk38J4XDQ0xwC.png&w=3840&q=75)





