NBA-ში წინასასეზონო ეტაპი მიმდინარეობს, სადაც გუნდები რეგულარულისთვის აქტიურად ემზადებიან. დღეს დილით მორიგი მატჩი ჩაატარა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელიც გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდა და 89:101 დამარცხდა.
ლეიკერსის რიგებში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 20:43 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა ამ დროში 10 ქულას, 7 მოხსნას და 2 პასს მოუყარა თავი.
გამოსარჩევი იყო სანდროს ერთი მომენტი, რომელმაც არამარტო გულშემატკივრები, არამედ, სათადარიგო სკამზე მყოფი კალათბურთელებიც აღაფრთოვანა. მე-2 მეოთხედში, 27 წლის მოთამაშემ პატარა შოუ გვაჩუქა და ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა.
"MAMU! THROW THAT BABY DOWN!" Sandro Mamukelashvili with the REVERSE FLUSH 💥 https://t.co/yPh82ff2Gg
— NBA (@NBA) October 14, 2026
ლეიკერსი მომდევნო მატჩს დენვერ ნაგეტსთან გამართავს, რის შემდეგაც უკვე რეგულარულ სეზონს დაიწყებს.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი - გოლდენ სტეიტ უორიორსის მატჩის მიმოხილვა
![[VIDEO] მამუკელაშვილის ეფექტური ჩატენვა გოლდენ სტეიტთან და აღფრთოვანებული დონჩიჩი!](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUmzhUm2InhVo7Dl21gAvk38J4XDQ0xwC.png&w=3840&q=75)




![[VIDEO] გოგა ბითაძის შესანიშნავი მატჩი კლივლენდ კავალიერსთან](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FzXJS73kW6E5kIn8sD00FNdsv4DUoJiqZ.jpg&w=3840&q=75)





