RAF-ის რიგით მეექვსე ივენთს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ყურადღების ცენტრში მოექცა არმან ცარუკიანი, ვისი ბრძოლაც ჯორჯიო პულასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სომეხმა მოჭიდავემ ბრძოლის მსვლელობისას მოწინააღმდეგის პროვოცირება არაერთხელ სცადა.
"ახალქალაქელმა" გაიმარჯვა ანგარიშით 5:3, თუმცა ბრძოლის დასრულებისთანავე მან ამერიკელ მეტოქეს სახეში დაარტყა მუშტი, ეს ყველაფერი კი დიდ ჩხუბში გადაიზარდა. დარბაზში იმყოფებოდნენ მერაბ დვალიშვილი, შონ ო'მალი და UFC-ის სხვა გამორჩეული ვარსკვლავებიც.
ცნობისთვის, იმავე ივენთზე გივი მაჭარაშვილმა დაამარცხა სტეფენ ბუჩანანი, მთავარ ბრძოლაში კი ჰენრი სეხუდომ იურაია ფეიბერი. რაც შეეხება ცარუკიანს, არაა გამორიცხული, რომ ის დისკვალიფიკაციით დაისაჯოს.
Arman Tsarukyan just beat Georgio’s ass for being a little bitch the entire match #raf pic.twitter.com/SCTmN7qZV9
— NowUknowMMA (@NowUKnowMMA) March 1, 2026
![[VIDEO] არმან ცარუკიანის არასპორტული საქციელი - ჩხუბი და არეულობა ჭიდაობის შემდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FhBozI0BkNkICqEvOUfdfpWAsF5Z6edBd.webp&w=3840&q=75)

















