მსუბუქი წონის ინგლისელი კონტენდერი - პედი პიმბლეტი, თავისი კარიერის უმნიშვნელოვანეს ბრძოლას, 13 აპრილს, მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ ჩაატარებს. ბევრის აზრით, ეს დაპირისპირება ახალგაზრდა ლივერპულელის ყველაზე რთული გამოცდაა, რადგან იგი ჩენდლერის მსგავსი დონის მებრძოლს ჯერ არ შეხვედრია.
აღმოჩნდა, რომ UFC-ის უმსუბუქესი წონის ყოფილი ჩემპიონი და MMA-ს ყველა დროის საუკეთესო - დემეტრიუს ჯონსონი, ანალოგიურად არ ფიქრობს და მიიჩნევს, რომ იგი UFC 314-ზე მაიკლს დაამარცხებს.
"ვფიქრობ, რომ იგი ერთ დღეს ჩემპიონი გახდება. თუ ჩემპიონი არ გახდა, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, რომელსაც ქამარი არასდროს მოუგია. იურაია ფეიბერის ან ჟოზეფ ბენავიდეზის მსგავსად." - განაცხადა "Mighty Mouse"-მა თავის გადაცემაში.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები პედი პიმბლეტისთვის მსუბუქ დივიზიონში და მიაღწევს თუ არა იგი დასახულ მიზანს.