ბათუმში, GRAND BELLAGIO NOMAD CUP ჩატარდა, სადაც მთავარი დაპირისპირება ვახო ახობაძეს და ბექბოსუნ ტოქტოსუნს შორის შედგა.
31 წლის ქართველმა პარამკლავჭიდელმა ყირგიზი მეტოქე უშანსოდ, 3-0 დაამარცხა და GRAND BELLAGIO NOMAD CUP გამარჯვებული გახდა.
ვახტანგ ახობაძე V ბექბოსუნ ტოქტოსუნი — გადამწყვეტი, მესამე რაუნდი
შეგახსენებთ, რომ ქართველი და ყირგიზი პარამკლავჭიდელების წინა დაპირისპირება გასული წლის აგვისტოში, მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა, სადაც ვახტან ახობაძემ გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.








