"ჩვენ ყველგან ჩასვლას ვაპირებთ. რამდენიმე ადამიანს შევხვდი, რომლებიც აქტიურად მარწმუნებენ, რომ UFC-ის ერთ-ერთი ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ. დღეს ყველაზე ლოგიკური, რა თქმა უნდა, საქართველოში ჩასვლაა" — დანა უაითი.
შეგახსენებთ, რომ UFC-ში საქართველოს ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს — სუპერმსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილი და მსუბუქ წონაში ილია თოფურია. ქართველმა მებრძოლებმა ერთხელ ქამარი უკვე დაიცვეს და ახალი ბრძოლის მოლოდინში არიან.



















