რამდენიმე წუთის წინ დასრულდა UFC 318-ის მთავარი ღონისძიება, სადაც ერთმანეთს მაქს ჰოლოუეი და დასტინ პორიე დაუპირისპირდნენ. დაუღალავი 5 რაუნდიანი ბრძოლის შედეგად, შეხვედრა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასრულდა და BMF-ის ქამრის მფლობელი კვლავ ჰავაელი კონტენდერი დარჩა. მოგეხსენებათ, რომ ეს ბრძოლა პორიესთვის უკანასკნელი იყო, რამაც ლუიზიანაში - მის მშობლიურ შტატში ჩატარებული ივენთი მეტად ემოციური გახადა. მიუხედავად იმისა, რომ "ბრილიანტმა" საბოლოო გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, გულშემატკივრებს აჩუქა ბრწყინვალე 25 წუთი და დიდი წინამორბედი ისტორია, რომლის კვალიც MMA-ში სამუდამოდ დარჩება.
UFC 318 | BMF-ის მფლობელად კვლავ მაქს ჰოლოუეი რჩება








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






