კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურის მატჩი იბერიასა და ხეტაფეს შორის, იბერიელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ერთაერთი გოლის ავტორმა გიორგი ქობულაძემ გააკეთა.
“ეს ნამდვილად ისტორიული გამარჯვებაა, მაგრამ ეს მთლიანი გუნდის დამსახურებაა და არა მხოლოდ ჩემი გოლის.ამ დიდ გამარჯვებას მთელ საქართველოს ვულოცავ.
იმედია, მომდევნო მატჩებში სტადიონზე უფრო მეტი ქომაგი გვეყოლება. გპირდებით, რომ წინ კიდევ დიდი გამარჯვებები აუცილებლად გველის.
ძალიან დიდი ემოცია მივიღე. ისეთი გახარებული ვარ, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. თურმე შეგვძლებია და ჯერ კიდევ არ მჯერა. შესაძლებელი ყოფილა ნებისმიერ გუნდთან თამაში", - განაცხადა ქობულაძემ.






![[VIDEO] არეულობა ბათუმში - ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Ff6KSfzcz0nBx2WcTduZByB6GaRY9yvLj.png&w=3840&q=75)




