ცნობილი გახდა საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარდგენის ცერემონია სასტუმრო “შერატონში” მიმდინარეობს. ძიუდოისტთა ნაკრებმა რეკორდული რაოდენობის, 11 ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, - 10 ინდივიდუალური და ასევე შერეული გუნდური ასპარეზობის.



















