ალექსანდრე თოფურიამ UFC-ის სადებიუტო ბრძოლაში კოლბი თიქნესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. საინტერესოა, რომ 2022 წლის აპრილში, ქართველმა მებრძოლმა ABC.es-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ წელიწადში ის მოხვდებოდა მსოფლიო მთავარ საბრძოლო ორგანიზაციაში, მისი ძმა ილია კი იმ დროისთვის უკვე ჩემპიონი იქნებოდა.
"ჩემი მიზანი არის UFC-ში მოხვედრა და საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება. ამისთვის დაახლოებით ორი წელი დამჭირდება. როდის გახდება ჩემპიონი ილია? როდესაც ქამრის მფლობელს შეხვდება. ჩემი ძმა აუცილებლად მოუგებს იმდროისთვის არსებულ ჩემპიონს", - განაცხადა ალექსანდრემ.
როგორც ვხედავთ, თოფურია-უფროსის წინასწარმეტყველება ახდა - ის UFC-შია, თანაც მის ანგარიშზე უკვე ერთი გამარჯვება არის. "ელ მატადორმა" კი დაამხო ალექს ვოლკანოვსკის ჰეგემონია და ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. თოფურია-უმცროსმა მოგვიანებით მაქს ჰოლოუეისაც მოუგო.