2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ორთაბრძოლა მოიგო სოფიო სომხიშვილმა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ქალთა მძიმე წონაში, 24 წლის ქართველი ძიუდოისტი გერმანელ რენე ლუხტს შეხვდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და 1/8 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ოლიმპიადის 1/8 ფინალში სოფიო სომხიშვილის მეტოქე წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ფრანგი რომან დიკო იქნება.


















