UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის წინააღმდეგ დაიცავს საჩემპიონო ქამარს ქართველი ჩემპიონი. სავარაუდო მეტოქეებს შორის ალექს ვოლკანოვსკი და ისლამ მახაჩევი განიხილებიან.
"გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, რა უფრო საინტერესოა, ვოლკანოვსკისთან რემატჩი თუ მახაჩევთან ბრძოლა. არ ვიცი, მოსაფიქრებლად დრო მჭირდება. ისლამის წაგება გვინახავს, ჩემი კი არა. ალექსი ჩემთვის ყოველთვის საინტერესო მებრძოლი იყო. რაც ამ სპორტით დავინტერესდი, მის ბრძოლებს სულ ვუყურებ.
ავსტრალიელ მებრძოლს ყოველთვის ინტენსტიურად ვსწავლობდი. ყველა მებრძოლისგან, რომელსაც თვალს ვადევნებდი ავიღე საუკეთესო და ჩემს გონებაში იდეალური მებრძოლი შევქმენი. ამ მებრძოლმა კი "დიდებული" დააძინა", - განაცხადა "ელ მატადორმა".