ილია თოფურიას ძლიერი ხელები და სანოკაუტე ძალა ჩვენთვის უკვე ნაცნობი ფენომენია და მისი შედეგებიც არაერთხელ ვიხილეთ - ანალოგიურ აზრზეა UFC-ის მსუბუქი წონის გამორჩეული კონტენდერი და ცნობილი ტიტულის ჩელენჯერი, დასტინ პორიეც.
უკანასკნელად "ბრილიანტმა" ინტერვიუ "The Schmo"-სთან ჩაწერა, სადაც მან ქართველ ჩემპიონზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
"ვფიქრობ, რომ თოფურიას წონაში კიდევ არიან მებრძოლები, რომლებთანაც მას შეუძლია იჩხუბოს. ქართველი მე პირადად ნანახი არ მყავს, მაგრამ მგონია, რომ ისლამი მასზე ფიზიკურად ბევრად დიდი იქნება. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ თოფურია მკვლელია და მას 65-დან 77 კილოგრამამდე ყველას გათიშვა შეუძლია," - განაცხადა პორიემ.
ილიას მსუბუქ წონაში ასვლასთან დაკავშირებით, "ელ მატადორისა" და დასტინის ჩხუბის იდეაც განიხილებოდა, თუმცა ამის შესახებ დაზუსტებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ მოგვეპოვება. თვით პორიეს თქმით, მის შესახებ საბრძოლო სიახლეებს მალე გავიგებთ და პოტენციური ბრძოლა ზაფხულში, ნიუ ორლეანში ექნება.
ისლამ მახაჩევმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილს არ გახარებია მისი წარმატება. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ქამრის დაღესტნელმა მფლობელმა იან მაჩადო გარის მოუგო. გთავაზობთ ორივე მებრძოლის კომენტარს. მახაჩევი - "დვალიშვილის რეაქცია ვნახე. ბრძოლას საერ…
UFC-ის ორ დივიზიონში ჩემპიონობისა და მოგვიანებით ორ წონაში ქამრის დაცვის შემდეგ, ხალხი ისლამ მახაჩევის ყველა დროის საუკეთესოობაზე ალაპარაკდა. აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს მაიკლ ბისპინგი, რომლის GOAT-სიაში დაღესტნელი მებრძოლისთვის ადგილი არაა. "მახაჩევი ყველა დროის საუკეთესოა?…
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ტაირონ ვუდლიმ ილია თოფურია ყველა დროის საუკეთესოების რიცხვში არ შეიყვანა. ამერიკელმა მებრძოლმა დაასახელა ანდერსონ სილვა, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, დემეტრიუს ჯონსონი და ისლამ მახაჩევი, მაგრამ არა ქართველი მსუბუქწონოსანი. "სილ…
საკრამენტოში გამართულ UFC Fight Night-ზე რომან დოლიძე რენიე დე რიდერთან პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ნიდერლანდელმა მებრძოლმა ქართველი მოწინააღმდეგე ჩხუბის დებიუტშივე გადაიყვანა პარტერში და მას 100-მდე დარტყმა მიაყენა, მაშინ, როცა საპირისპირო მხარეს მხოლოდ 2 მიიღო.…
UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე 19 სექტემბერს თბილისი არენა Hype Fighting-ის ივენთში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი გრეპლინგში, Submission Only-ის წესებით იასპარეზებს. დოლიძის მეტოქე უზბეკი მახმუდ მურადოვი იქნება. 36 წლის მებრძოლის პროფესიონალური MMA-ის რეკორდი 30-8-0-ია. მ…
23 აგვისტოს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან საკრამენტოში დაგეგმილ UFC Fight Night 285-ის ფარგლებში რომან დოლიძე რენიე დე რიდერს დაუპირისპირდება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული ჩხუბისგან. ქვემძიმე წონით დივიზიონში დაბრუნება დოლიძეს UFC-ში ჩატარებული აქვს 14 ბრძოლა და მისი მ…
რენიე დე რიდერმა რომან დოლიძესთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ეს დაპირისპირება შედგება ქვემძიმე წონით დივიზიონში, რომელშიც ქართველ მებრძოლს 3/3 მოგება აქვს. მისი ნიდერლანდელი მოწინააღმდეგე თავის ტრიუმფში დარწმუნებულია. "ეს არის იდეალური ბრძოლა და დარწმუნებული ვა…