ემილიანო მარტინესის აგენტმა, გონსალო გონიმ თავისი კლიენტის მანჩესტერ იუნაიტედში ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. მისი სიტყვებით, არგენტინელი კარის დარაჯი იყო ძალიან ახლოს "წითელ ეშმაკებში" გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერი მოგვიანებით ერიკ ტენ ჰაგმა ჩაშალა. მან არჩევანი შეაჩერა ანდრე ონანაზე, რომელთანაც ის ამსტერდამის აიაქსში მუშაობდა.
"მარტინესი ძალიან ახლოს იყო მანჩესტერში ტრანსფერთან, თუმცა მოგვიანებით, ტენ ჰაგმა პრიორიტეტულ ვარიანტად ონანა დააყენა. მან თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ანდრეს ის ჯერ კიდევ აიაქსიდან იცნობდა. შედეგად, ის წავიდა იუნაიტედში, ემი კი ასტონ ვილაში დარჩა.
ხშირად მსმენია ხალხისგან, რომ არგენტინელ მეკარე უარის თქმით, "წითელმა ეშმაკებმა" დაუშვეს შეცდომა, რადგან ის გუნდს იდეალურად მოუხდებოდა", - განაცხადა გონიმ.