2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა — ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
81 კგ. წონით კატეგორიაში, 24 წლის ქართველი ძიუდოისტი ფინალში გავიდა, სადაც მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.
ხვალ, პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ღირსებას მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური დაიცავს და მისი პირველი მეტოქე ბულგარელ ივანოვსა და ლიბანელ საგაიპოვს შორის გამარჯვებული იქნება.