საქართველოს სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის ინიციატივით და SMH Global-ის ორგანიზებით MMA-ის ცნობილ ქართველ მებრძოლებთან - ალექსანდრე თოფურიასა და გურამ ქუთათელაძესთან შეხვედრა შედგა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა SMH Global-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში MMA- ის განვითარების პერსპექტივები და თბილისში UFC-ის ღონისძიების ჩატარების მოსამზადებელი სამუშაობი იყო.
მინისტრმა ქართველ მებრძოლებს ქართული სპორტის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა.
ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში 2025 წლის თებერვალში ავსტრალიელ ქოლბი თიქნესს სძლია, ხოლო ნოემბერში ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა. გურამ ქუთათელიძეს კი MMA-ში 14 მოგება და ხუთი წაგება აქვს.








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






