ტიაგო სილვა ლონდონის ჩელსის დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ვეტერანი ცენტრბექი პრემიერ ლიგას დატოვებს. ბრაზილიელმა უკანახაზელმა მიმოიხილა პრემიერ ლიგაში გატარებული პერიოდი და აღნიშნა, თუ როგორი განსაკუთრებული იყო მისთვის "არისტოკრატებში" თამაში.
"თავდაპირველად ჩაფიქრებული მქონდა მხოლოდ ერთი სეზონით გადმოსვლა, თუმცა აქაურობამ ისეთი კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ ოთხი წლით დავრჩი. სამწუხაროდ, ყველაფერს აქვს როგორც თავისი დასაწყისი, ისე დასასრულიც და ჩემი ლონდონური თავგადასავალიც დასასრულს მიუახლოვდა.
ოცნებასაც ვერ გავბედავდი იმის შესახებ, რომ ამ ასაკში და ასეთი დონის გუნდში სასტარტო შემადგენლობაში თამაშით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გავხდებოდი. იმედი მაქვს, აქ კვლავ დავბრუნდები", - განაცხადა "არისტოკრატების" უკანახაზელმა, რომელმაც ნისლიან ალბიონზე გადმოსვლის შემდეგ, ჩაატარა 151 მატჩი და გაიტანა 9 გოლი.