2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები შთამბეჭდავი სანახაობით გაიხსნა — ტრადიციული სტადიონის ნაცვლად, გახსნის ცერემონიალი მდინარე სენაზე გაიმართა.
ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანმა საფრანგეთში 3-თვიანი მოგზაურობა დაასრულა და პარიზში ჩავიდა. რეჟისორების ჩანაფიქრით, ოლიმპიადის მთავარი სიმბოლო მდინარე სენაზე პატარა ნავით შეიტანეს და გახსნის ცერემონიალი ოფიციალურად დაიწყო.



















