მსუბუქი წონის ამჟამინდელმა ჩემპიონმა - ისლამ მახაჩევმა UFC 311-ზე ტიტული რენატო მოიკანოს წინააღმდეგ დაიცვა. მარტივი გამარჯვების შემდეგ, დაღესტნელმა მებრძოლმა პრესკონფერენციაზე მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ალბათ მოგეხსენებათ, რომ ილია თოფურიამ X-ზე პოსტი განათავსა, რომლითაც მახაჩევი გამოიწვია.
"ისლამ, თუ მომინდება, დაგაფინიშებ; თუ მომინდება, გაგთიშავ - ამ ყველაფერს კი მარტივად ვიზამ. მალე შევხვდებით," - განაცხადა თოფურიამ სოციალურ ქსელში.
ეს პოსტი, კი, რა თქმა უნდა, დაღესტნელის უყურადღებოდ არ დარჩა და მან უკანასკნელად MMA Junkie-ს ჟურნალისტს ზემოხსენებულ საკითხზე პასუხი გასცა.
"ყველა ჩემი მოწინააღმდეგე ამბობს, რომ პირველ ან მეორე რაუნდში დამაფინიშებენ, მე კი ვეუბნები, 70 კილო გახდი, შემოდი ოქტაგონზე და ვნახავთ, ვინ ვის დაანოკაუტებს," - თქვა ისლამმა ბოლო პრესკონფერენციაზე.
ამ ორი უმაღლესი დონის ათლეტის დაპირისპირება MMA-ის თითოეული ფანში ძალიან დიდ ინტრიგას და ინტერესს იწვევს, რადგან ილია თოფურიას ეძლევა შესაძლებლობა, რომ, ქვემსუბუქი დივიზიონის ქამართან ერთად, მსუბუქი წონის ტიტულის მფლობელიც გახდეს. საინტერესოა, ჩათვლიან თუ არა UFC-ის მაჩმეიქერები ამ ბრძოლას ლეგიტიმურად და ვიხილავთ თუ არა მათ დაპირისპირებას ახლო მომავალში.