ქართველმა საშუალოწონოსანმა უკანასკნელი მოგების შემდეგ 85 კილოგრამი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი - რობერტ უიტეკერი გამოიწვია. "კავკასიელი" ბოლო გამარჯვების შემდეგ დიდი ალბათობით ყოფილი ოპონენტის - მარვინ ვეტორის ადგილას, მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლებს. მისი სამომავლო გეგმები ცალსახად TOP 5-ს უკავშირდება და "მფატრავთან" დაპირისპირება ყველაზე ლოგიკურ ვარიანტად ითვლება.
ავსტრალიელი კონტენდერი რომანის გამოწვევას მალევე გამოეხმაურა.
"მე ვციდლობ, რომ ტოპ 5-ის ტიპს ვებრძოლო, შენ მაქამდე შეგიძლია რიგში ჩადგე. ამჟამად შონ სტრიკლენდთან ბრძოლით ვარ დაინტერესებული, ბრძოლის საერთაშორისო კვირაზე." - განაცხადა უიტეკერმა MMArcade-სთან.
საინტერესოა, ვის გაუჩნდება რომან დოლიძესთან დაპირისპირების სურვილი და ვიხილავთ თუ არა მას დივიზიონის ქამართან ახლოს.