იტალიური მედია საკმაოდ ხმაურიან და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს — როგორც ირკვევა, ნაპოლი და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა ახალ ხელშეკრულებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან და დღევანდელი მოცემულობით, ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შანსი საკმაოდ დიდია. თან ამ ყველაფერს ისიც, ემატება, რომ 29 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, რაც ახალი ხელშეკრულების გაფორმებას კიდევ უფრო ართულებს.

იმის მიუხედავად, რომ კამერუნელ ფეხბურთელს კონტრაქტში ხელშეკრულების 2-წლით ავტომატურად გახანგრძლივების უფლება უწერია, ნაპოლის შუახაზელი ამ პუნქტის ამოქმედების წინააღმდეგია, რადგან ხელფასის გაზრდა სურს — ეს კი აურელიო დე ლაურენტისისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
"პარტენოპეი" და ზამბო ანგისა ახალ კონტრაქტზე უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობენ. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელი ნაპოლიში ბედნიერია, მხარეები შეთანხმებას მაინც ვერ ახერხებენ. სიტუაცია უახლოეს პერიოდში თუ არ შეიცვლება, 29 წლის ფეხბურთელი ზაფხულში გუნდს აუცილებლად დატოვებს.
ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა ნაპოლის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლოებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 144 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 10 გოლი და 16 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.