ქვემსუბუქ დივიზიონში UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ 2024 წელი შეაჯამა. შეგახსენებთ, რომ მან აღნიშნულ დივიზიონში დაამხო ალექსანდერ ვოლკანოვსკის ჰეგემონია, რის შედეგადაც ქართველი მებრძოლი საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. მოგვიანებით კი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ბრძოლაში მან ქამარი დაიცვა.
"2024 წელს ახდა ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული მქონდა. მთავარ მიზნებს მივაღწიე და დავამტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია. ყველაზე მეტად ვისიამოვნე ჩემს ფესვებთან დაბრუნებით და საქართველოში ჩასვლით. როდესაც ხარ ჩემპიონი, არის საოცარი შეგრძნება, მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა", - განაცხადა "ელ მატადორმა".
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება 27 წლის მებრძოლის შემდეგი მოწინააღმდეგე. პრესაში იწერება ავსტრალიელ ყოფილ ჩემპიონთან რემატჩის შესახებ. თავად თოფურიას მიზანი კი 2025 წელს სანტიაგო ბერნაბეუზე ბრძოლის გამართვა არის.