ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის XVIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა. საქართველოს დელეგაციმა 7 მედალი - 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა.
ვერცხლის მედლები ნიკა ღოღობერიძემ (ტაეკვონდო), ვასილ გამეზარდაშვილმა (ძიუდოი) და გიორგი ზურაბაშვილმა (ძიუდოიში) მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორები ძიუდისტები საბა ბოლქვაძე, ვახტანგ ჭიაბერაშვილი, გიორგი მუმლაძე და იოანე აბალაკი გახდნენ.
დღეს ქართველი ძიუდოისტების შერეული ნაკრებს ერთი გამარჯვება დააკლდა პრინჯაოს მედლამდე. ჩვენმა გუდმა ჯერ ლიეტუვას 4:0 მოუგო, შემდეგ უკრაინას 4:1 სძლიეს, ნახევარფინალში სერბებთან წაგების შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ, სადაც ფრანგებთან დაძაბულ ბრძოლაში 3:4 წააგეს.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოდან 36-მა სპორტსმენმა იასპარეზა.








