2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების V დღეს, საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა — ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა.
24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი სანშირო მურაო იპონით დაამარცხა და კარიერაში მეორედ გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 5 დღის შემდეგ 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი აქვს და გუნდურ ჩათვლაში მე-12 ადგილს იკავებს. პირველ პოზიციაზე კი 8 ოქროს, 6 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით ჩინეთია.