საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში 2 მატჩის შედეგად, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთს მოუგო და ზედიზედ მეორედ, ითმაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
სლოვაკეთში გამართული მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 5-3 დასრულდა. პირველი თამაში ჩვენმა გუნდმა თბილისში 4-1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში კი 7-6 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
მატჩის შესახებ, საქართველოს ფუსტასილის ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი თუდუამ ისაუბრია. მისთვის აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ ნაკრებში მეასე იყო:
"საქართველო ყოველთვის ჩვენს გულებში იყო და ზუსტად მაგიტომ, საქართველოს სიყვარულმა შეგვაძლებინა ის, რაც დღეს შევძელით, გილოცავთ ყველას, საქართველო ევროპაზეა, ძალიან დიდი წარმატებაა, ზედიზედ მეორედ ქართული დროშა ევროპულ ასპარეზზე იქნება.
მადლობა მთელ საქართველოს, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იყო, ჩვენი ოჯახები, მეგობრები გულშემატკივარი, რომელიც ყოველ თამაშზე თბილისში მოდიოდა ან საზღვარგარეთ. ყოველთვის გრძნობდით მათ მხარდაჭერას და მიულოცავ მთელ საქართველოს ვისაც ოდნავ მაინც გაუხარდა ჩვენი ქართული წარმატება.
ბედნიერება ზუსტად ეგ არის რომ აღარაფერი აღარ დაგვრჩა, ემოციებისგან დავიცალეთ. თმაშის სცენარიც დაძაბული აღმოჩნდა მთავრია, ორი მატჩის ჯამში გავიმარჯვეთ და ის ოცნება და მიზანი, რაც ორი წლის წინ დავისახეთ, როცა შესარჩევი დაიწყო, გვინდოდა მოხვედრილიყავით იქ, სადაც მოვხვდით, ჩვენ 100% ჩავდეთ ამ ყველაფერში და ღმერთმაც მაგიტო დაგვიფასა."
ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 20 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ტურნირს ლატვია, ლიეტუვა და სლოვენია უმასპინძლებენ. წილისყრა 24 ოქტომბერს გაიმართება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








