მალმიოსთან წაგებული 1:3 მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას მეკარემ გიორგი მაკარიძემ გააკეთა.
"მალმიო ძლიერი გუნდია, თუმცა ამ თამაშიდან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ ჩვენზე ბევრად უკეთესი გუნდი იყო. მომენტები ჩვენც გვქონდა და გოლის გატანაც შეგვძლო.
ინტენსიურობა, სისწრაფეები, ფიზიკურობა - ამ კომპონენტებში გვაჯობეს და ინდივიდუალურადაც უკეთესები იყვნენ.
სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატი ძალიან დაბლა არის და შედეგი ამანაც განაპირობა", - განაცხადა მაკარიძემ.
შეგახსენებთ, რომ მალმიოსა და იბერიას განმეორებითი დაპირისპირება შვედეთში, ზუსტად ერთ კვირაში შედგება.








