ყველაზე მასშტაბური სამოყვარულო ტურნირი ჩოგბურთში LOPOTA CUP 2025 დაიწყო. შეჯიბრებამ სტარტი 16 ოქტომბერს აიღო და 19 ოქტომბერს დასრულდება. ტურნირში 100-მდე ჩოგბურთლი იღებს მონაწილეობას. შეჯიბრებაში მოყვარული ჩოგბურთელები და საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრები ასპარეზობენ.
შეჯიბრება გაიმართება როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში, ქალთა და მამაკაცთა შორის.
ტურნირის საპრიზო ფონდი 35 000 ლარს შეადგენს.














