ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი სრული სვლით წინ მიიწევს! 8 ტურის შემდეგ ლიგის ფაზა დასრულდა, გუნდები კი პლეი-ოფისთვის ემზადებიან. ყველა გუნდის პოტენციური მეტოქე და პლეი-ოფის ბადე უკვე ცნობილია.
ჩემპიონატები მომდევნო სეზონში დამატებითი ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ — განახლებულ რეიტინგში, საუკეთესო შედეგი კვლავ ინგლისს აქვს - 20.000 ქულა. რეიტინგში მეორე ადგილზე, 16.875 ქულით, იტალიაა (მეორე ადგილიც ერთ დამატებით გუნდს ნიშნავს), მესამე პოზიციას კი ესპანეთი იკავებს, კერძოდ 16.214 ქულით.
დანარჩენი ქვეყნების ქულები ბოლო განახლებით ასე გამოიყურება:
ქულების დათვლა უეფას სამივე ტურნირზე მიღწეული წარმატებით განისაზღვრება. ქულების დათვლა სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დიდი შანსია ცხრილში სიტუაცია შეიცვალოს.