დასრულდა RKENA 3 - ივენთი, სადაც ქართველმა მებრძოლებმა სრული დომინაცია მოიპოვეს. პრელიმი გახსნა ბექა შაინიძემ, ვინც მოჰამად ჰაშემისთან მოგებით, კარიერაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა. საღამო გაგრძელდა ჯენა ჰორტოს მოგებით ხულიანა ოტალორასთან. ამის შემდეგ, მაყურებელმა პრელიმში იხილა ქართველთა 4 გამარჯვება.
ჯუბა ბერიძემ დაამარცხა იაგო სილვა, მერუჟან პალიანმა - ნურსულთან მენდებაევი, რუბიკ ვირაბიანმა - ხუან ტრუხილიო, ბონდო მესხმა კი აკობირ მირზოევი. რაც შეეხება მეინ ქარდს, ის გახსნა თორნიკე გიგაურმა, რომელმაც მოუგო სამირ კადის, შემდეგ, ბექა ღვინიაშვილმა დაამარცხა ლუის პიკანკო, ბექა თამლიანმა ბრედ უილერი, საბა სოზაშვილმა კი მარკო სარასიარვი.
ივენთი დაგვირგვინდა რაულ თუთარაულის დებიუთ RKENA-ში, სადაც მისი მეტოქე კრის გონსალესი იყო. სამრაუნდიანი სანახაობრივი და დრამატული ჩხუბის შემდეგ, მოგება ქართველ მებრძოლს დარჩა.







![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






