ცნობილია იმ მებრძოლების ვინაობა, ვინც RKENA 3-ზე იბრძოლებენ. აღნიშნული ივენთი გაიმართება 16 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში. მაყურებელს ელის 10 ჩხუბი, 6 პრელიმზე, 4 კი მეინ ქარდზე. მთავარ ბრძოლაში ვიხილავთ ქართული MMA-ს ვეტერანს, რაულ თუთარაულს, რომლის მოწინააღმდეგე თავიდან ლუკას ალმეიდა უნდა ყოფილიყო.
ბრაზილიელი მებრძოლი მოიხსნა ქარდიდან, რის შემდეგაც ქართველ ვეტარანს შეურჩიეს ახალი მეტოქე - კრის გონსალესი.
ბოლო ინფორმაცია -Bellator MMA-ის ყოფილი მებრძოლი, კრის გონსალესი RKENA3-ის მთავარ ბრძოლაში რაულ თუთარაულს დაუპირისპირდება! ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ლუკას ალმეიდა თუთარაულის წინააღმდეგ აღარ იბრძოლებს.
ზელიმ ზუბაირაევი სპარინგის დროს მიღებული ჭრილობის გამო ბრძოლას ჩაეხსნა. მის ნაცვლად RKENA3-ზე ბექა თამლიანის წინააღმდეგ ინგლისელ ბრედ უილერს ვიხილავთ.
ფეხის ტრავმის გამო, ჯოშუა ადებოიე ბონდო მესხთან RKENA3-ზე გასამართ ბრძოლას ჩაეხსნა. ინგლისელის ნაცვლად, მესხი, ოქტაგონს აკობირ მირზოევთან გაიზიარებს.
ტრავმის გამო ჯანსუ გოგია RKENA3-ზე ხუან ტრუხილოს წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. მის ნაცვლად საქმეში 20 წლის, დაუმარცხებელი რუბიკ ვირაბიანი ჩაერთვება და კოლუმბიელს დაუპირისპირდება.








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






