
მერაბსა და უმარს შორის ურთიერთობა მერაბის გაჩემპიონობის შემდგომ ძალიან დაიძაბა. როგორც კი მერაბმა ქამარი მოიპოვა, უმარმა პოსტი გამოაქვეყნა:
„თეთრი ფაფახი VS. შავი ფაფახი უნდა შედგეს. გილოცავ, მერაბ. ახლა შენ ხარ ჩემპიონი, შენ ამ ქამარს იმსახურებ, ისიამოვნე.“ თუმცა, ამ პოსტის შემდეგ დვალიშვილმა ჯო როგანს ოქტაგონშივე უთხრა, რომ მისი აზრით უმარი საჩემპიონო ბრძოლას არ იმსახურებდა, მაგრამ მზად იყო მასთან დაპირისპირებას დათანხმებოდა, თუ ორგანიზაცია ამ ბრძოლის ნახვას მოისურვებდა. პასუხად უმარმა დაწერა: „როდესაც მერაბის მეგობარმა, თოფურიამ ტიტულისთვის იბრძოლა, 6 მოგებისა და მხოლოდ ერთი TOP 5 მებრძოლის - ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, მერაბის პროტესტი ასეთი „უსამართლობის“ წინააღმდეგ არ მახსენდება."

ეს პოსტები მერაბმა უყურადღებოდ დატოვა. სამაგიეროდ პასუხი შონ ო’მალის გასცა, რომელიც რემატჩს ითხოვდა. დვალიშვილი მზად იყო ო'მალისთვის რემატჩი მიეცა და ის მეორედ დაემარცხებინა, თუმცა, ფანებმა ეს უმარისგან თავის არიდების მცდელობად აღიქვეს. ქართველი ჩემპიონი ამან კიდევ უფრო გააღიზიანა: „WTF?! კითხვა იცით?! ვინ არიდებს თავს უმარს?! ო’მალიმ რემატჩი მოითხოვა და მეც დავთანხმდი. იმასთან ვიბრძოლებ, ვისაც UFC შემომთავაზებს.“
დაღესტანელის პასუხმაც არ დააყოვნა და დვალიშვილის გაღიზიანება განაგრძო: „მერაბი მზადაა იბრძოლოს ყველასთან - უმარ ნურმაგომედოვის გარდა.“
პოსტის შემდეგ მერაბი უმარს განადგურებას დაჰპირდა. უმარმა კი მერაბს ცილი დასწამა, უთხრა, რომ მან ბრძოლაზე უარი ორჯერ თქვა, რაც ძალიან დიდი სიცრუეა.
ცნობისთვის, კონცეფცია - თეთრი ფაფახი VS. შავი ფაფახი, მერაბის იდეაა, მაშინ, როდესაც უმარი UFC-ში მოვიდა, დვალიშვილმა ამომავალ ვარსკვლავს ოქტაგონზე Welcome Party შესთავაზა, რაზეც უმარის გუნდისგან ერთმნიშვნელოვანი და მტკიცე უარი მიიღო.
საბოლოოდ, უმარმა „საზღვრები“ დაარღვია და მერაბს ლაჩარი უწოდა, თუმცა, პირადად მე, ეს ფრაზა ორაზროვნად წავიკითხე. აქ აქცენტი მერაბზე იყო თუ ზოგადად ქართველებზე რთული სათქმელია, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, მერაბი უმარისგან ამაზე პასუხს მოითხოვს.
ილია თოფურია VS. ისლამ მახაჩევი
ბოლო დღეების განმავლობაში ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის სიტუაცია ძალიან დაიძაბა. „ელ მატადორი" ძალიან ამბიციური და თავდაჯერებული მებრძოლია, მისი სასწაული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე მახაჩევთან მისი დაპირისპირების ნახვა თითქმის ყველას სურს. ილია ჯერ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეზეა, მან ქამარი მაქს ჰოლოუეისთან უნდა დაიცვას, თუმცა, თუ ის მაქსს ისე დაამარცხებს, როგორც ეს წინა ბრძოლებში მოახერხა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თოფურიამ Featherweight-ში საქმე დაასრულა.

ილიას ამ თემაზე არაერთხელ ჰკითხეს, მისი პასუხი მარტივია: „რამდენჯერ უნდა ვთქვა - მახაჩევს დავამარცხებ. იმედია, ჰოლოუეის შემდეგ მას შევხვდები.“
ამ კომენტარს მახაჩევმა მალევე უპასუხა: „თუ თოფურიამ ასე გააგრძელა, კარგს ვერაფერს მოუტანს საკუთარ თავს. სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს. თუმცა, ჯერ პირადი საზღვრები არავის დაურღვევია. მისთვის უკეთესი იქნება, თუ მეტ დროს საკუთარ წონით კატეგორიას დაუთმობს და ტიტულს ერთხელ მაინც დაიცავს.“
ჩრდილოკავკასიელები (დაღესტანი, ჩეჩნეთი და ა.შ) VS. საქართველო — MMA-ში დაპირისპირების ისტორია
ლევან მაყაშვილი VS. რასულ მირზაევი

ნიკა კუპრავიშილი ხამზატ ჩიმაევის თანაგუნდელს - დაუმარცხებელ მებრძოლ ხამზატ მააევს 2023 წლის დეკემბერში Brave CF 79-ზე დაუპირისპირდა. ხამზატ მააევის რეკორდი 4-0-ზე იყო და ნიკასთან სერიოზულ ფავორიტად მიიჩნეოდა. იქიდან გამომდინარე, რომ მააევი ანთროპომეტრიით ჩიმაევს საკმაოდ ჰგავს, მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და მის გარშემო ჰაიპიც დიდია, თუმცა, ნიკამ ის უშანსოდ დაამარცხა და გამარჯვება მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა.
რომან დოლიძე VS. ხადის იბრაგიმოვი
UFC-ში რომან დოლიძის სანატრელი დებიუტი M-1-ის ყოფილი ჩემპიონის - ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ შედგა. UFC-მდე ხადისი დაუმარცხებელი იყო, მის ანგარიშზე 8 გამარჯვება და არცერთი მარცხი გახლდათ. მოგებათა სერიის განმავლობაში იბრაგიმოვმა M-1-ის ქამარიც მოიპოვა და შემდეგ დაიცვა კიდეც, თუმცა, UFC-ში მისი კარიერა წარმატებული ნამდვილად არ იყო. აღსანიშნავია, რომ რომან დოლიძესთან განცდილი ბრუტალური მარცხის შემდეგ ხადისი ისეთი ვეღარ დაბრუნდა, როგორიც აქამდე იყო და, საბოლოოდ, UFC დატოვა.

რაულ თუთარაული VS. ალი აბდულხალიკოვი
რაულ თუთარაული ალი აბდულხალიკოვს RCC-ის ქამარზე 2022 წლის აგვისტოში დაუპირისპირდა. ბრძოლა საკმაოდ მძიმე გამოდგა, თუმცა რაულმა გაყოფილი გადაწყვეტილებით ბრძოლა მაინც თავის სასიკეთოდ დაასრულა.
ბიძინა გავაშელიშვილი VS. მაგომედ იდრისოვი
ბიძინა ერთ-ერთი ტოპ პროსპექტია საქართველოდან, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის BRAVE CF-ის ქამრისთვის იბრძოლებს. ამ შანსის მოპოვება ბიძინასთვის მარტივი ნამდვილად არ იყო. ბიძინა BRAVE CF-ის სადებიუტო ბრძოლაში დაღესტანში დაბადებულ მაგომედ იდრისოვს დაუპირისპირდა, რომელიც იმ დროისთვის დაუმარცხებელი იყო 8-0-0 რეკორდით. თუმცა, ბიძინამ მას შანსი არ დაუტოვა, დგომსა და ჭიდაობაში აჯობა და მას პირველი მარცხი აგემა.
ლაშა აბრამიშვილი VS. მაგომედ იდრისოვი
მაგომედ იდრისოვმა ბიძინასთან განცდილი მარცხის შემდეგ კარიერა კარგად გააგრძელა. ჯერ OKTAGON-ში - შემდეგ კი კვლავ BRAVE CF-ში მოიპოვა გამარჯვება.
ბოლო ბრძოლა კი ქართველ მებრძოლ ლაშა აბრამიშვილთან გამართა. ლაშამ იდრისოვს მეორე რაუნდში ბრუტალური ნოკაუტის გემო აგემა. შესაბამისად, იდრისოვს მხოლოდ 2 მარცხი აქვს - ორივე ქართველთან.
ჰუსეინ კადიმაგომაევი VS. გიორგი აფციაური/დავით ხუციშვილი
MMA რთული სპორტია და, ცხადია, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, სადაც ქართველები დამარცხებულან. ჰუსეინ კადიმაგომაევმა ორი ქართველის დამარცხება მოახერხა - 2021 წელს დავით ხუციშვილის, ხოლო 2024 წლის მარტში გიორგი აფციაურის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ბრძოლა ქართველებმა მოკლე ვადაში ანუ short notice-ზე აიღეს.
გოჩა სმოიანი
გოჩა სმოიანი ის მებრძოლია, რომელიც შესაძლოა ბევრმა ქართველმა არ იცოდეს, თუმცა დღეს ის ერთ-ერთი გერმანული ორგანიზაციის - IFC-ის პრეზიდენტია.
გოჩამ კარიერა 2016 წელს გურამ ქუთათელაძესთან მარცხის შემდეგ დაასრულა. იქამდე გოჩამ დაამარცხა ალბერტ ტუმენოვი. მაშინ ტუმენოვი დაუმარცხებელი იყო და გოჩასთან იგი გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ტუმანოვი UFC-ის ყოფილი მებრძოლია და მისი რეკორდი 23-5-ზეა. სმოიანს ასევე დასანანი მარცხი აქვს აბუს მაგომედოვთან - მებრძოლთან, რომელიც დღეს UFC-ის ერთ-ერთ გამორჩეულ პროსპექტად განიხილება.
ავტორი: საბა სოზაშვილი








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






