დღეს, 20 აპრილს, ჩვენი დროით 20:15 საათზე ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში მანჩესტერ სიტი ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული, მოგვიანებით ფინალში მანჩესტერ იუნაიტედსა და ქოვენთრის შორის მოგებულს შეხვდება. არის შანსი იმისა, რომ ფინალში მანჩესტერული დერბი ვიხილოთ.
"არისტოკრატებთან" შეხვედრის წინ, "ქალაქელებმა" ასოციაციის თასზე გადალახეს ჰადერსფილდის, ტოტენჰემის, ლუთონისა და ნიუკასლის ბარიერი. "პენსიონერებმა" კი - პრესტონის, ასტონ ვილას, ლიდსისა და ლესტერის. რაც შეეხება პრემიერ ლიგაში არსებულ მდგომარეობას, "ლურჯები", 73 ქულით, პირველ პოზიციაზე არიან, სტემფორდ ბრიჯის ბინადრები კი, 47 ქულით, მე-9 პოზიციაზე.
ხოსეპ გვარდიოლა (სიტის მწვრთნელი): "შეუძლებელია ყოველ წელს ტრებლის მოგება და პრემიერ ლიგაში +20-ქულიანი სხვაობით ლიდერობა, ამას ჩვენგან ნუ ითხოვთ. ზოგჯერ მოვიგებთ, ზოგჯერ კი წავაგებთ, ეს ფეხბურთია. ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ, მაგრამ ასოციაციის თასზე ვართ, სადაც მაქსიმუმის გაღებას ვეცდებით".
მაურისიო პოჩეტინო (ჩელსის მწვრთნელი): "ჩვენი მოწინააღმდეგე პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდია, რომელიც ტიტულის მოპოვებასთან წელსაც ახლოს არის. მოგება ჩვენც გვინდა და სიტის არაფერს დავუთმობთ. დიახ, ჩელსიში იყო პრობლემები, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორებისკენ მიდის".
სავარაუდო შემადგენლობა
სიტი-ჩელსი:
ინგლისის ასოციაციის თასის 1/2 ფინალი;
20 აპრილი, 20:15;
ეტიჰადი, მანჩესტერი;
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი.